რეზონანსი
(28.05.2026)

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ხელშეკრულებას ხელი ყაზახეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალმასადამ სატკალიევმა და „როსატომის“ მმართველმა ალექსეი ლიხაჩევმა მოაწერეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ატომური ელექტროსადგური ყაზახეთში ალმათის რაიონში აშენდება. მას „ბალხაში“ ერქმევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე