რეზონანსი
(27.05.2026)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა ომის 2 ან 3 წლით გახანგრძლივებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ქვეყნის ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის მომზადების განკარგულება გასცა.

The Economist-ის ცნობით, მტრის მოსაგერიებლად უკრაინას სამხედრო და ადამიანური რესურსები ეწურება. ასევე პრობლემას წარმოადგენს კორუფციული სკანდალებისა და იძულებითი მობილიზაციის გამო, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე