რეზონანსი
(27.05.2026)

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, მთავარი ღონისძიება 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე