რეზონანსი
(26.05.2026)

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
კერძოდ, ახალწვეულებმა ფიცი დადეს გონიოში, უბისაში, ფოკაში, თხოთის მთაზე, უშგულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში, ბოლნისში, ბოდბეში, მცხეთასა და სნოში.
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



