რეზონანსი
(25.05.2026)

24-25 მაისს უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშა-ხრეშოვანი გზები.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება.
მუნიციპალიტეტების სამსახურები აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



