რეზონანსი
(23.05.2026)

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში მდებარე პროფესიული კოლეჯი დაბომბა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მხარის მტკიცებით, კიდევ 41 ადამიანი დაშავებულია, ხოლო 10 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკრაინამ კოლეჯი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. დაბომბვის დროს შენობაში 86 მოზარდი იმყოფებოდა, რომელთა ასაკი 14-დან 18 წლამდეა.
უკრაინული მხარე კოლეჯის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ლუგანსკში იერიში სამხედრო ობიექტზე მიიტანა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



