რეზონანსი
(22.05.2026)

ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე, უმოკლეს ვადაში, 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით, გამოცემა „აზერ ნიუსი“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ ახალ რეისზე ბაქოში 400-ზე მეტი, თბილისში კი 500-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მაღალი მოთხოვნის გამო, სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს ვაგონი დაამატა.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე პირველი რეისი ბაქოდან 25 მაისს, თბილისიდან კი 26 მაისს იგეგმება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



