რეზონანსი
(22.05.2026)

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საბურთალოს რაიონში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ჩაატარეს. გეგმიური სამუშაოები ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე განხორციელდა.
სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ნარჩენების კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
დედაქალაქის სისუფთავისა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავს სამუშაოებს თბილისის ყველა რაიონში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



