რეზონანსი
(20.05.2026)

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობდა, რომელიც 24 -25 მარტს გაიმართა. თამარ ბაგრატიონმა სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



