რეზონანსი
(20.05.2026)

საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე