რეზონანსი
(19.05.2026)

Bloomberg-ის ცნობით, რუსული რუბლი ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. მისი ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა.

აპრილის დასაწყისიდან რუბლი დაახლოებით 12%-ით გამყარდა და დოლარზე 72.6-ს მიაღწია - რაც 2023 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღეს კი რუბლი დოლარზე 70-მდე გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა რუსული ნავთობისთვის სანქციების შემსუბუქება გააგრძელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე