
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, სპეცოპერაცია პანკისის სოფლებში - ომალოში, ბირკინსა და ჯოყოლაში გასულ ღამეს ჩატარდა. როგორც სუს-ში იუწყებიან, დაკავებულები უცხო ქვეყნიდან იღებდნენ მითითებებს.
„გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში ბირკინასა და ჯოყოლაში უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ტერორისტული საქმიანობისი განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს“, - განაცხადა ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



