რეზონანსი
(19.05.2026)

ამერიკელი პოდკასტერის, მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა კაცმა "ტვიტერზე" (X) ოლაფ შოლცს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის, Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.
გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით - ცილისწამების კანონით უპასუხა.
აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე "Clash Report", რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ "ტვიტს მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.
თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი, პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა. საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



