რეზონანსი
(19.05.2026)

პატრიარქი შიო III ხვალ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდება - ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა:

"საპატრიარქოდან მივიღეთ ზარი, პირადად პატრიარქის დავალებით დაგვიკავშირდნენ. პატრიარქი შიო მზად არის, მიგვიღოს, შეხვედრა გაიმართება ხვალ, 15:00 საათზე. ადგილზე მივა 3 მშობელი" - თქვა თაკო გოგოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე