რეზონანსი
(18.05.2026)

პარტია „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა.
რაქვიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქციებზე გამოსული ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 100 000 კაცი ოპოზიციის მიერ გამართულ არცერთ აქციაზე არ გამოსულა.
„სამწუხაროდ არ გამოსულან [ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე] - არცერთ აქციაზე არ იყო 100 000 კაცი,"- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



