რეზონანსი
(18.05.2026)

საგარეჯოში 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, ახალგაზრდა კაცი კი გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

ნათესავების თქმით, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "მთავარი ამბები კახეთიდან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე