რეზონანსი
(17.05.2026)

წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც „სინანულს გამოხატავს ცოდვაზე", ექვემდებარება შეწყალებას.

ამის შესახებ ეპისკოპოსმა ჟურნალისტს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას: „თუ მიმართავს კიდევ ერთხელ ეკლესია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას".

„ალბათ, მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს.

ყოველი ადამიანი, ვინც კი სინანულს გამოხატავს რაიმე ცოდვაზე, ყველა ექვემდებარება შეწყალებას. მოკლედ ამას გეტყოდით", - უპასუხა ეპისკოპოსმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს კითხვაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე