
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს.
„იცით, კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, საკმაოდ მშვიდი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ჩინეთიდან დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მასთან რაიმე კომუნიკაცია, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.
ამასთან, ტრამპს კითხვა დაუსვეს, რამდენჯერ ისაუბრეს მან და კიმ ჩენ ინმა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არ აქვს მნიშვნელობა, ამას არ გეტყვით“.
„ის ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი. მეც მინდა, რომ გამოხატოს პატივისცემა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ პეკინში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



