რეზონანსი
(14.05.2026)

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ხვალ, 15 მაისს, ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე