რეზონანსი
(14.05.2026)

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

„პრეზიდენტ სის სურს, რომ შეთანხმება შედგეს. მას ნამდვილად სურს შეთანხმების ხილვა. მან დახმარებაც კი შემოგვთავაზა. მან თქვა: „თუკი რაიმეში შემიძლია დაგეხმაროთ, მზად ვარ ამისთვის", - განუცხადა ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰენითის.

ტრამპმა ასევე დასძინა: „მას სურს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე