
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება.
აღნიშნული განცხადება თურქეთის ლიდერმა ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
„ვცდილობთ უფრო მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ყაზახეთიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც აბრეშუმის გზის ანალოგია, დღითიდღე უფრო გასაგები ხდება. აღნიშნული დერეფნის განვითარებას ყაზახეთთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ არა მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად, არამედ დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



