რეზონანსი
(14.05.2026)

ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა, გარდაიცვალა ერთი პირი, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე