რეზონანსი
(14.05.2026)

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემდეგ 5 გარდაცვლილზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი კიდევ გაიზარდა.

დილის საათებში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელშიც სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 7 ადგილზევე დაიღუპა. მერვე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე