რეზონანსი
(12.05.2026)

სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც პატრიარქ შიოს ინტრონიზაცია მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მივიდნენ.
ტაძარში ასევე იმყოფებიან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია 10:00 საათზე დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



