რეზონანსი
(11.05.2026)

მღვდელმთავართა ხმები დათვლილია - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. 22 ხმით, გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად შიო (მუჯირი) აირჩიეს.
უმაღლესი სამღვდელოების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - 22 ხმა;
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - 9 ხმა;
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - 7 ხმა.
* 1 ხმა გაუქმდა
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი 56 წლისაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



