
პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ გაფართოებული კრება საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით ტარდება.
"ძალიან მომზადებულია ეკლესია ამ დღისთვის, დიდი სამუშაოები ჩატარდა რომ ორგანიზებული ყოფილიყო დიდი და გაფართოებული კრება. ყველაფერი არის საეკლესიო კანონმდებლობისა და წესგანგების მიხედვით,"- აცხადებს ზვიადაძე.
სამების ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატებმა პროგრამა და ხედვა უკვე წარადგინეს, ახლა სიტყვის უფლებით დელეგატები სარგებლობენ, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება. სხდომას წმინდა სინოდის ყველა წევრი ესწრება
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



