რეზონანსი
(10.05.2026)

ირანმა აშშ-ის მიერ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთავაზებულ უახლეს წინადადებაზე პასუხი გაგზავნა , - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედია წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი აშშ-ის შეთავაზებაზე პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით წარადგინეს.

ირანის პასუხის დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შეთავაზებული ჩარჩოს თანახმად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რეგიონში ომის დასრულების საკითხზე იქნება ფოკუსირებული“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე