რეზონანსი
(09.05.2026)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გაგლოევი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

 "ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთში გამარჯვების დღე ფართოდ აღინიშნება და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ოსებმა ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, დიდ სამამულო ომში... რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთსაც და მთლიანად ოსეთს, ოს ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი წინაპრებით. ეს არის ნათელი გმირული ფურცელი ოსი ხალხის ისტორიაში“ | განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე