რეზონანსი
(09.05.2026)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზადაა ზელენსკის არამხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც შეხვდეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
"შესაძლებელია მესამე ქვეყანაში შეხვედრაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი, რათა მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში ან რაიმეს ხელი მოვაწეროთ, თუმცა ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი და არა თავად მოლაპარაკებები" - თქვა პუტინმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



