რეზონანსი
(09.05.2026)

უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დამტკიცების შემდეგ მადიარმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადო და ამით ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა.

პარლამენტის სხდომის პარალელურად, გარეთ მადიარის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. მათ მიტინგზე მადიარმა „უნგრეთის ისტორიის დასაწერად“ უხმო.

„პირველად დამეუფლა გრძნობა, თუ რა კარგია იყო უნგრელი“, - განუცხადა გამოცემას 68 წლის მომიტინგემ, ერსებეთ მედვემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე