რეზონანსი
(08.05.2026)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება. ხაბეიშვილი სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე, 11 სექტემბერს დააკავა.
მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედება სამართალწარმოების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



