რეზონანსი
(08.05.2026)

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმიანება წერს:

,,ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.

მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში , მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად , არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების „ზრუნვა”, „შეშფოთება” და „წუხილი”!“ - დაწერა ლექსო თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე