რეზონანსი
(04.05.2026)

 ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება გარდამავალ, მწვანე პერიოდში".

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს - ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას", - წერს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე