რეზონანსი
(04.05.2026)

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს - მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.
„ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აცხადებს ზელენსკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



