რეზონანსი
(26.04.2026)

შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე განვითარებული მოვლენებით, - წერს კირ სტარმერი სოციალურ ქსელში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის დიდი შვებაა, რომ ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა.

„დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მაქსიმალურად მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი. დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა", - წერს სტარმერი.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე