რეზონანსი
(26.04.2026)

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



