რეზონანსი
(26.04.2026)

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, კიევში ვიმყოფები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა", - წერს სანდუ.
მისი განცხადებით, მოლდოვა მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც კი არ ანადგურებენ, არამედ აშენებენ.
კატასტროფებმა საზღვრები არ იცის - სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანადგურებს", - წერს სანდუ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



