რეზონანსი
(26.04.2026)

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი ბესო შარაშენიძეა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: „infoimereti.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე