
თვითმხილველების ინფორმაციით, სასტუმროს შესასვლელთან, სადაც პეზიდენტი ინყოფებოდა, უცნობი შეარაღებული თავდამსხმელი სირბილით მიუახლოვდა, მეტალოდეტექტორთან მდგომ საიდუმლო სამსახურის ფორმიან აგენტს დამიზნებით ესროლა და დარბაზში შეჭრას შეეცადა. იგი ადგილზევე დააკავეს.

თავდამსხმელი დაკავების შემდეგ
სროლა დაიწყობისას, დონალდ ტრამპი მაშინვე გაიყვანეს სცენიდან.
(ვიდეო) ნახეთ როგორ ცდილიბდა თავდამსხმელი დარბაზში შეჭრას, სადაც პრამპი იმყოფებოდა
„ასოშიეთიდ პრესი“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უვნებლად არიან. ისინი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ გამართულ მიღებას ესწრებოდნენ.

„საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ფანტასტიკური სამუშაო გაწიეს“. მათ სწრაფად და გაბედულად იმოქმედეს. მსროლელი დააკავეს. ჩემი აზრია, რომ „შოუ უნდა გაგრძელდეს“, თუმცა მე მთლიანად დავემორჩილები უსაფრთხოების სამსახურს. ისინი მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში საღამო გეგმის მიხედვით არ წარიმართება, ახალი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს“, - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ადგილიდან იტყობინებიან, რომ პოლიცია გამვლელებს სთხოვს, უკან დაიხიონ და არ მიუახლოვდნენ სასტუმრო „ჰილტონს“. სროლამ დარბაზში ქაოსი გამოიწვია. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი გასროლა იყო, - ამბობენ ჟურნალისტები.

დანამდვილებით არაა ცნობილი, თუ როგორ მიღწია მსროლელმა უშუალოდ. სასტუმროს შესასვლელამდე. ასევე არაფერია ცნობილი დაჭრილი აგენტის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„სამართალდამცავებმა,პროტოკოლის შესაბამისად, მოგვთხოვეს შენობის დაცლა, რაც დაუყოვნებლივ გავაკეთებთ. 30 წუთში პრესკონფერენციას გავმართავ თეთრი სახლის ბრიფინგის ოთახიდან.
პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტის ყველა წევრი ჯანმრთელად არიან. 30 წუთში დაგიკავშირდებით.
ვესაუბრე ღონისძიების პასუხისმგებელ წარმომადგენელს და მას მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეხვედრა თავიდან გაიმართება“, - კიდევ ერთი პოსტი დადო სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ტრამპმა.
(ვიდეო) ნახეთ როგორ ცდილიბდა თავდამსხმელი დარბაზში შეჭრას, სადაც პრამპი იმყოფებოდა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



