რეზონანსი
(26.04.2026)

საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 4-5°C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +17, +19°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +17°C, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +12, +14°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +11°C -ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +21, +24°C–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +16, +20°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +12, +17°C-ს შეადგენს.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +20°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +10, +7°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +15, +17°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +12°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე, (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +26, +29°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +6, +3°C-მდე, ქვემო ქართლში +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29,+32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +16, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +°მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +14°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +11°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით

+26,+29°C- მდე (მაღალმთიან რაიონებში +23, +26°C-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე