
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რადარებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, შედეგად, საჰაერო სივრცეში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ორი ავიაგამანადგურებელი, Eurofighter Typhoon-ი განლაგდა.
„Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავებმა სამიზნესთან კონტაქტი რადარზე დააფიქსირეს, რენიდან 1.5 კმ-ში, უკრაინის ტერიტორიის თავზე. პილოტებს დრონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის უფლება მიეცათ“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ გალაცის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



