რეზონანსი
(25.04.2026)

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელში წერს და იერიშის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
მათივე ცნობით, „სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ ნავზე“ განხორციელდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ ნავზე წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს მოკლულია ორი ნარკოტერორისტი. აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



