რეზონანსი
(25.04.2026)

ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვა. ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას სალომემ თავად აცნობა, ოღონდ, როგორც გაირკვა, 1 თვის შემდეგ. მან ინსტაგრამის გვერდზე ახალშობილის ფოტო თავად გამოაქვეყნა და დაწერა:

„ჩემი სანდრო. მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“.

“პრაიმტაიმი” სალომე ჭაჭუას დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ პატარა სანდრო 28 მარტს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა.

"დედობა სულ სხვა განზომილებაა", - განუცხადა მოცეკვავემ გამოცემას.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე