რეზონანსი
(24.04.2026)

საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა იწყება. სხდომაზე პროკურორები იმ ვიდეო მასალას ჩართავენ, რომელშიც ხაბეიშვილის განცხადებები იქნება ნაჩვენები.

როგორც ხაბეიშვილის ადვოკატი ამბობს,  რა მტკიცებულებაც არ უნდა გამოიკვლიონ დღევანდელ სხდომაზე და ვინც არ უნდა გამოიკითხოს, ყველა არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რადგან ლევან ხაბეიშვილის არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული.

„7 თვის განმავლობაში არ მოჰყავდათ სპეცრაზმელები და ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, წინა სასამართლო სხდომაზე, როდესაც ძალიან უსუსურად გამოყურებოდა ის ცრუ სპეცრაზმელი, რომელსაც უნდოდა რომ მხოლოდ ტყუილები ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა, ჯვარედინი დაკითხვის დროს. ყველამ ზალიან კარგად დაინახა, ნამდვილი სიმართლე რა იყო. დღესაც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ის საჯარო მტკიცებულებები, სიტყვა, რაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა. ის პოლიტიკური დაპირისპირება, რაც მან თქვა. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რა მტკიცებულებაც არ უნდა გამოვიკვლიოთ აღნიშნულ სასამართლო დარბაზში, ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რადგან ლევან ხაბეიშვილის არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული“, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე