რეზონანსი
(24.04.2026)

მამა სერაფიმე ბით ხარიბი, რომელიც ქანდაში მსახურობს და არამეულ ენააზე აღავლენს მსახურებას, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მამამისს, ალექსეის, 23 აპრილს გულის მწვავე შეტევა დაემართა.

„ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენს წმინდანებს ვთხოვ, ილოცოთ მამაჩემისთვის. გუშინ მან გულის მწვავე შეტევა განიცადა... ჰქვია ალექსეი“, - დაწერა სასულიერო პირმა.

მამა სერაფიმეს მამა ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სოციალური ქსელის მომხმარებლები სასულიერო პირს მხარდაჭერას უცხადებენ და ალექსეის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე