
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება განცხადებას მოჰყვეს განმარტება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ამგვარმა განცხადებებმა უარყოფითი კუთხით არ შეცვალოს.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩმა არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა.
"არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, იმიტომ, რომ შეიძლება ჩვენი მთავრობა არ მოსწონდეს ევროკავშირს და ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი განცხადება არ მგონია, რომ ქართველი ხალხის თვალში გააუმჯობესებს ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას. ამიტომ, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ელჩმა განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობდა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



