
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
„სამყარო, რომელსაც მივეჩვიეთ, წარსულს ბარდება. 26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება
შოკური ცვლილებების პლანეტა – ურანი – შედის ტყუპების ნიშანში.
თუ ბოლო 7 წლის განმავლობაში ურანი „ანჯღრევდა“ ჩვენს ფინანსებს, ბანკებსა და საყრდენს ფეხქვეშ… ახლა ის მოდის მთავარისთვის – თქვენი აზროვნებისთვის.
უახლოესი 7 წლის განმავლობაში:
- ინფორმაცია ოქროზე ძვირფასი გახდება;
- აზროვნების სისწრაფე გადარჩენის საკითხი იქნება;
- დაგეგმვის ძველი მეთოდები მუშაობას შეწყვეტს.
როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე:
ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული)
თქვენ ტალღის მწვერვალზე ხართ. გენიალურობის, პოპულარობისა და ახალი იდეების დროა. თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით დაიწყებთ მომავლის დანახვას.
ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი):
მძლავრი დრაივი და ენერგია. თქვენი იდეები სხვებსაც „აანთებს“. მთავარია – არ დაიწვათ.
მიწის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა):
ეს გამოწვევაა. უნდა ისწავლოთ მოქნილობა. კუროებს გაუმარტივდებათ – ბოლო წლების დაძაბულობა კლებას დაიწყებს.
წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები):
მაგიისა და სიღრმეების დროა. თქვენი ინტუიცია ზემძლავრი გახდება.
ურანს უყვარს მამაცები – ისინი, ვინც ცვლილებებს ნებაყოფლობით ირჩევენ”, - წერს ეზოტერიკოსი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


