რეზონანსი
(24.04.2026)

რუსთავში სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლამდე ქალი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩასა თუ პარკში რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებებს ტოვებდა.
პოლიციამ ქალი დააკავა და ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



