რეზონანსი
(23.04.2026)

დანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაშავებულთაგან ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფა კოპენჰაგენიდან ჩრდილოეთით მოხდა, სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც დანიურ ქალაქ ჰილეროდს სოფელ კაგერუპთან აკავშირებს.
ყველა დაშავებული მატარებლიდან გადმოყვანილი და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, იუწყება სააგენტო.
ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



