რეზონანსი
(23.04.2026)

"თბილისი ენერჯი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გლდანის, სანზონისა და დიღმის რაიონებში გაზმომარაგება ავარიულად 15 000 აბონენტს შეუწყდა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 23 აპრილს, 12:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ: 114-ზე. ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით: 2 404004", - წერია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



